საპენსიო სააგენტოს დისტანციურ კვლევაში 1200-მდე ბუღალტერმა მიიღო მონაწილეობა

2021 წლის მარტში, საპენსიო სააგენტოს ინიციატივით, საპენსიო სქემაში ჩართული მონაწილეების საპენსიო სააგენტოს მომსახურების ხარისხის დონის შეფასების მიზნით, დისტანციური კვლევა ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, კვლევის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ბუღალტრები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ადმინისტრირების პროცესში.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო ორგანიზაციების 1200-მდე ბუღალტერი გამოიკითხა.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა სააგენტოსთვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, გამოიკვეთა, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობის, მოქნილობის, შიდა ოპერირების მექანიზმების დახვეწის/განვითარების,დეკლარირების და სამუშაო პროცესების გამარტივების და ახალი სერვისების დანერგვის შესაძლებლობები.

გამომდინარე იქიდან, რომ საპენსიო სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია სქემის მონაწილეების მოსაზრებების და შეფასებების მოსმენა და მათი გათვალისწინება, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა