დავით ჭიჭინაძე - კობახიძის ამერიკაში „დასალაგებლად“ გაშვება მართლა სასაცილოც კი აღარაა, მას წარმატება მხოლოდ ივანიშვილთან ენების მიტან-მოტანაში აქვს

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი, პარტია და პრაქტიკულად ქვეყანა, ივანიშვილმა კობახიძეს უკვე გადააყოლა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სასამართლო მიეღო, რაც დღეს გვაქვს.

„დღეს უკვე, მარტო ჩვენ კი არა, მთელი დასავლეთი ივანიშვილის ამ ე.წ.მონავპოვარს ერჩის და „ოცნებაში“ იქნებ ახლა მაინც ეყოთ გონიერება, ფასადურად მაინც აჩვენონ დამოუკიდებლობა და ნიკა მელია გაათავისუფლონ.

თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ მელიას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ შეიძლება პროცესის წარმატებისკენ წარმართვაც და კრიზისის განმუხტვაც.

კობახიძის ამერიკაში „დასალაგებლად“ გაშვება კი, მართლა სასაცილოც აღარაა, მას წარმატება მხოლოდ ივანიშვილთან ენების მიტან-მოტანაში აქვს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა