იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვრებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ”ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან გადააადგილა, რაც რუსული ჯარის ყველაზე დიდი მასობრივი შეკრებაა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო მობილიზაცია უნდა შეწყვიტოს.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია უკრაინასა და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია ,“- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იხილეთ ვიდეო:იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა