ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და ტურიზმის ასოციაციას შორის  მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ფაკულტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით, ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ.

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს განვუვითაროთ თანამედროვე ინოვაციური ხედვა, ჩამოვაყალიბოთ ისინი თანამედროვე ლიდერებად, რომ საბოლოოდ ტურიზმის სფეროს ეფექტური მენეჯერები, მეწარმეები იყვნენ ", – განაცხადა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ.

ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება, რომელსაც ტურიზმის ასოციაცია და მასში ჩართული ტურისტული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

„თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება. ეს უკავშირდება ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესის განვითარებას, ასევე სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობას, სტუდენტების დასაქმების პროცესის ხელშეწყობას, რომელსაც უზრუნველყოფს როგორც ტურიზმის ასოციაცია, ასევე მასში ჩართული ტურისტული ორგანიზაციები",– განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობით სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობა გაეზრდებათ.

„მნიშვნელოვანია პრაქტიკა და სწორედ ამ პრაქტიკულ კომპონენტში დაგვეხმარება საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ტურისტული კომპანიაა გაწევრიანებული. ამ თანამშრომლობით სტუდენტებს მნიშვნელოვანწილად გაეზრდებათ დასაქმების შესაძლებლობა", – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ქემერტელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა