დმიტრი კულება - ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ საქართველოსა და უკრაინას დაპირება მისცა, გვჯერა, ალიანსი ის ინსტიტუტია, რომელიც დაპირებებს ასრულებს

ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ საქართველოსა და უკრაინას დაპირება მისცა, გვჯერა, ალიანსი ის ინსტიტუტია, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელიც დაპირებებს ასრულებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია.

„ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია და სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობას, არ არსებობს,“- აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა დემოკრატიულ სამყაროს ეკუთვნის და ის არ არის და არც არასდროს ჩაითვლება რუსული სამყაროს ნაწილად.

„სტრატეგიულად, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა ეკუთვნის დემოკრატიულ სამყაროს, დასავლეთის სამყაროს და დასავლეთი არ მისცემს რუსეთს საშუალებას, უკრაინის დემოკრატია და სუვერენიტეტი შეარყიოს. ეს არის მესიჯი, ძალიან მკაფიო და ძალიან მარტივი მესიჯი, რომელიც ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს შეუძლიათ გადასცენ რუსეთს. უკრაინა რუსული სამყაროს ნაწილი არ არის და არც არასდროს ჩაითვლება,“- აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო