აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას იძლევიან

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას აძლევენ. CNN-ის ინფორმაციით, უწყებებმა აღნიშნული რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson– ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში, ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა.

„ოთხშაბათს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომას მოიწვევს, რათა ეს შემთხვევები განიხილოს და მათი პოტენციური მნიშვნელობა შეაფასოს. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია განიხილავს ამ ანალიზს, რადგან ის ასევე იკვლევს ამ შემთხვევებს. სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ გირჩევთ, სიფრთხილის გამო, ამ ვაქცინის გამოყენება დააპაუზოთ,“- აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, საერთო ჯამში, Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 6.8 მილიონი დოზაა გამოყენებული.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის ჯანდაცვითი უწყებები Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას იძლევიან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა