„თიბისის“ და ვიზას ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“

„თიბისის“ და ვიზას ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ამჯერად ეს ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერადაა გამიზნული.

„თიბისი“ პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს.

დღეს კვების ობიექტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან, მომხმარებელთა ქცევა იცვლება და სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ონლაინ შეკვეთებზე. Deloitte-ის, რესტორნების შესახებ 2020 წლის კვლევის მიხედვით, სწრაფი მომსახურების რესტორნების (QSR) მომხმარებლების 60%-ს ურჩევნია კერძების ციფრულად შეკვეთა.

სარესტორნო ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან უშუალო კავშირს, პირდაპირი შეკვეთის მიღებას და შესაბამისად, საკომისიოს დაზოგვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითი შეკვეთები და ლოიალური მომხმარებლის შეძენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეთავაზების ფარგლებში სარესტორნო ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ რესტორანი, ამაში მათ პლატფორმა kovzy.com დაეხმარება, რომელის საშუალებითაც კვების ობიექტები ერთ დღეში შექმნიან საკუთარ ვებგვერდს და QR მენიუს, დაამატებენ კერძებს, დააინტეგრირებენ თიბისის Ecommerce ტერმინალს და დააერთებენ მიწოდების სერვისებს. ამას გარდა, კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ კერძებს.

„ჩვენ ვიცით, რა სირთულეების წინაშე დგას სარესტორნო ბიზნესი, გვინდა მათ დავეხმაროთ ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. საკუთარი ვებგვერდის შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - განაცხადა „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ.

ამასთან, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 50 რესტორნისთვის ვებგვერდის შექმნა, რასაც თიბისი და VISA სრულად დააფინანსებენ. ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა