მამუკა ხაზარაძე - პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან - მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, -ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება - „ოცნების“ სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა