ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე კრიზისის დროს ქვეყანას სჭირდება მინისტრი, რომელიც 100%-ით შესაფერისია

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გადაღლილია.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისის დროს, რესპუბლიკას სჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც 100% -ით შესაფერისია. ამჟამად ეს მე არ ვარ. 15 თვის წინ დავიწყე მშვენიერი და მიმზიდველი სამსახური. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 თვე კი არა, 15 წელი გავიდა”, - განაცხადა რუდოლფ ანშობერმა.

მისი თქმით, სისხლის მაღალი წნევისგან გამოწვეული პრობლემების გამო ბოლო დროს ორჯერ დასჭირდა შვებულების აღება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო