გია ვოლსკი - ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - "ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად სპეკულაცია აწარმოოს

არავითარი პოლიტიკური დივიდენდი "ქართული ოცნებისთვის" ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

ვოლსკის თქმით, ამასთან დაკავშირებით მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ერთია, მაგრამ სამართლებრივი მხარე გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს,

მისი თქმით, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი იყო, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება ჰქონდეთ.

"ადვოკატების პოზიცია და პარტიული ადვოკატურაა ეს, ისინი არ არიან დამოუკიდებელი ადვოკატები, ეს არის პარტიის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს, არა მარტო მათ ოპონენტ "ქართულ ოცნებას", არამედ საერთოდ საზოგადოებაში შექმნის დამატებით დაძაბულობას.

მე გამაჩნია შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი - არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს