ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის „კლასტერს“ უკავშირდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იგეგმება.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ეკლესიის მრევლის „კლასტერთან“, საიდანაც უკვე 48 ადამიანი დაინფიცირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ინფიცირებულებს შორის არიან სასულიერო პირები, ბავშვები და პედაგოგები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფელ მაწიმის საჯარო სკოლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა