ანონსი 14 აპრილი

14 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

14 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლე და შვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და ანა დოლიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ანა დოლიძესა და დიმიტრი გვრიტიშვილს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა.

მის: თბილისი, კახიძის #15

14 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნება.

მის: ჩუღურეთის რაიონი, არნოლდ ჩიქობავას №32-ის მიმდებარედ.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 555 25 39 39

14 აპრილს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ, დავით კოდუას პროცესი გაიმართება.

14 აპრილს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

14 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

14 აპრილს, 12:30 საათზე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე განათლების სამინისტროსთან გამართავს ბრიფინგს.

თემა: 10 ათასი სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდი.

მის: დიმიტრი უზნაძის N52

საკონტაქტო: 599 4374 03

14 აპრილი, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის "მეგობრები - საქართველოს" ორგანიზებით საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

14 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

14 აპრილს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, მთავრობის წარმომადგენლები, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: პაატა სააკაძის #1.

საკონტაქტო: ნუცა წერეთელი - 577 42 01 21

14 აპრილს,14 :00 საათზე, ქუთაისში პარლამეტის ყოფილ შენობასთან დაიწყება ავტომანქანების საპროტესტო მსვლელობა ნამოხვანის" მიმართულებით.

საკონტაქტო: დავით კუხიანიძე - 571513548

14 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.

14 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა ვიდეო-კონფერენციის ფორმატით გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

14 აპრილს, 17.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბრიფინგს გამართავს.

თემა: გიორგი მუმლაძის დაკავება

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 4308 თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

14 აპრილს, 18:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მონაწილეობას მიიღებს მრავალპროფილური პროექტის - „შევუნარჩუნოთ ეროვნული იდენტობა ახალგაზრდა - მე-2 და მე-3 თაობის დიასპორელებს" განხორციელებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზი, IV სართული (შ. ჩიტაძის ქ. N4).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა