ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

პოსტკონფლიქტური სიტუაცია ძალიან ფაქიზია. ზავი ნარჩუნდება, მაგრამ არის კიდევ უამრავი საკითხი, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ გადაჭრას საჭიროებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს ყარაბაღთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ხედავს საპასუხო ნაბიჯებს ერევნის მხრიდან.

„მე უკვე ვთქვი, რომ მზად ვართ სამშვიდობო შეთნხმებას ხელი მოვაწეროთ, მაგრამ სომხეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, სომხეთის პრემიერ - მინისტრისგან ისმის აგრესიული განცხადებები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საუბრები აზერბაიჯანოფობიურია, თურქოფობიურია“, - განაცხადა ალიევმა.

მანვე სომხეთი გააფრთხილა ყარაბაღში რევანშის მცდელობებთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში ნგრევამ ბაქოს მოლოდინს გადააჭარბა.

„დროდადრო ვხედავდით ამას ვიდეოში, გვესმოდა საერთაშორისო წარმომადგენლების ინფორმაცია. თუმცა, ვნახეთ, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნგრევამ მოლოდინს გადააჭარაბა“, - განაცხადა ალიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო