ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა რიგი რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთის განზრახვას სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგი განაგრძონ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის იარაღის კონტროლის და წარმოშობილ უსაფრთხოების პრობლემებზე, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაზე (New Start) დაყრდნობით. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეტევა და არჩევნების ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა გააჟღერა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი აშშ-ის ინტერესების შესაბამისად რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების თაობაზე და უახლოეს თვეებში უმაღლეს დონეზე შეხვედრა შესთავაზა მესამე ქვეყანაში, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა