რუსული მედია - კრემლის პრესმდივანი არ გამორიცხავს, რუსეთის გარიცხვას დასავლეთის საგადასახადო სისტემებიდან

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს რუსეთის გარიცხვას დასავლეთის საგადასახადო სისტემებიდან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ერთი რამის კონსტატაცია, რომ რუსეთის მიმართ შეზღუდვა ამა თუ იმ ფორმით მთელი რიგი სახელმწიფოებისგან გამოიყენება, რომელთა მიზანია რუსეთის, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, უკანონო შეკავება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვები მჟღავნდება სხვადასხვა ფორმით, რაც საკმაოდ არაპროგნოზირებადი პროცესია, ამიტომ, ამ პროცესის ფარგლებში, არამეგობრული, ზოგჯერ კი მტრული ქცევის გათვალისწინებით რუსეთის მიმართ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

პესკოვის განცხადებით, რისკების თავიდან ასარიდებლად, საუკეთესო საშუალებაა სისტემების შექმნა, რომლებიც შეძლებენ ამა თუ იმ მომსახურების, ან ფინანსური საქმიანობის თანმხლები ფორმატის უქონლობის კომპენსირებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო