ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა 14 აპრილიდან ურანის 60 %-მდე გამდიდრებას იწყებს

ირანი 14 აპრილიდან აპირებს ურანის 60 %-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ირანმა ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს, რომ ურანის 60 %-მდე გამდიდრება იწყება ხვალიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის საერთო მარაგები ამ დროისთვის, 4 ტონას აჭარბებს. ამასთან, დღემდე, ურანის გამდიდრება 20 %-მდე ხდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს