მედიის ინფორმაციით, აშშ ავღანეთიდან ჯარებს 11 სექტემბრისთვის გაიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო, ავღანეთში დარჩენილი ჯარის ნაწილი 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გაიყვანოს - წერს სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ისურვეს.

აქვე საუბარია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს ბრიუსელში ნატოს მეკავშირეებს აცნობებენ.

შესაძლოა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც საჯაროდ გამოაცხადოს გადაწყვეტილების შესახებ.

11 სექტემბერს 20 წელი სრულდება ტრაგედიიდან, როცა ალ-ქაიდამ ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი 2021 წლის პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენის პირობებში ცნობილი გახდა, რომ დათქმულ დროს ჯარების გაყვანა ვერ მოხდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა