მინესოტაში პოლიციის უფროსი და პოლიციელი, რომელმაც ფერადკანიან მამაკაცს დაკავებისას ესროლა, გადადგნენ

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ბრუკლინ- ცენტრის პოლიციის უფროსი და პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ფერადკანიან მამაკაცს დაკავებისას ესროლა, გადადგნენ.

ბრუკლინ-ცენტრის მერის მაიკ ელიოტის განცხადებით, ქალაქის საბჭომ მიიღო რეზოლუცია პოლიციის უფროსის, ტიმ გენონისა და ოფიცრის, კიმ პოტერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საზოგადოებას გარკვეულ სიმშვიდეს მოუტანს. ჩვენ გვსურს საზოგადოებას შეტყობინება გავუგზავნოთ, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განვიხილავთ“, – განაცხადა მერმა.

20 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, დანტე რაითის გარდაცვალებას, რომელსაც პოლიციამ დაკავების დროს ესროლა, საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი 11 აპრილს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მათ აღმოაჩინეს, რომ რაითზე დაკავების ორდერი იყო გაცემული და მამაკაცისთვის ხელბორკილების დადებას შეეცადნენ, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია და მანქანაში ჩაჯდომას შეეცადა, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მოგვიანებით, ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსმა განმარტა, რომ პოლიციელს არალეტალური ელექტროშოკური იარაღის გამოყენება სურდა და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით ამოიღო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო