თურქეთში კორონავირუსის 59 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 187 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 273 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3.96 მილიონამდე, დაღუპულთა რიცხვი კი 34 455-მდე გაიზარდა.

დღეიდან თურქეთში ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება.

შეზღუდვების ფარგლებში, სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათი“ 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. მაღალი რისკის ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს.

ამასთან, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიწოდებისა და გატანის სერვისებით მუშაობის უფლება ექნებათ, საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები რამადანის ბოლომდე დახურული დარჩება.

თურქეთში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ვაქცინების 19.16 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, აქედან პირველი დოზა 11.47 მილიონ მოქალაქეს, ორივე დოზა კი 7.69 მილიონს აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში კორონავირუსის 59 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ნაწილობრივი "ლოქდაუნი" გამოცხადდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა