აშშ-მა, ევროკაშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

აშშ-მა, ევროკაშირმა და სამხრეთ აფრიკამ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ში ვაქცინირებულებულ მოქალაქეებში თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენა გახდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson– ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში დაფიქსირდა. თრომბის წარმოქნის სიმპტომები ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკისთვის მისი მიწოდების დაწყებიდან 24 საათში მიიღეს. ვაქცინა ევროკავშირში ჯერ არ გამოუყენებიათ და ამიტომ ევროპელი ექსპერტები აშშ-ის შემდგომ ნაბიჯს ელოდებიან.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ქვეყანას, რომელმაც ამ ვაქცინის გამოყენება პირველმა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში თრომბის წარმოქმნის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ქვეყანამ Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით მაინც შეაჩერა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი დღეს იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომას მოიწვევს, სადაც თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს განიხილავენ. შემთხვევებს იკვლევს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაც. „სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ გირჩევთ, სიფრთხილის გამო, ამ ვაქცინის გამოყენება დააპაუზოთ,“- ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს