მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.97 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 111 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 24 მილიონს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. „იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა