უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ სამი ჯარისკაცი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

იხილეთ ვიდეო: უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო