რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აშშ-ის განზრახვა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 11 სექტემბრისთვის გადადოს, სამშვიდობო პროცესს გაართულებს

აშშ-ის განზრახვა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადა 11 სექტემბრისთვის გადადოს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის განხორციელებას გაართულებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი ავღანეთში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზამირ კაბულოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მათი თქმით, აშშ-ის ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევაა.

”ეს გაართულებს სამშვიდობო პროცესს, რადგან ეს არის აშშ-თალიბანის მიერ დოჰაში 2021 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ჩვენ გადავხედავთ და გავაანალიზებთ ამ გადაწყვეტილებას,“- აღნიშნა კაბულოვმა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში დარჩენილი 2500 ამერიკელი სამხედროს ქვეყნიდან გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამერიკელ სამხედროებს ავღანეთი 1 მაისამდე უნდა დაეტოვებინათ. თალიბები იმუქრებოდნენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნების ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს განაახლებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო