Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 192 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 171 მილიონი, ინდოეთში კი 111 მილიონი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 152 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 814 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.3%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 192 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება. ჩინეთში ვაქცინაცია 171 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ინდოეთში 111 მილიონს, ევროკავშირში კი 98 მილიონი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.7% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 22.7%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე, მაროკო და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო