აშშ-ში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აშშ-ში, მინესოტას შტატში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის ფაქტის გამო პროტესტი არ წყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წუხელ მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი მათ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და მანათობელი ყუმბარებით უპასუხეს. მინესოტას შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო ტალღა 20 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, დანტე რაითის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციამ 11 აპრილს ბრუკლინ-ცენტრში დაკავების დროს ესროლა.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მათ აღმოაჩინეს, რომ რაითზე დაკავების ორდერი იყო გაცემული და მამაკაცისთვის ხელბორკილების დადებას შეეცადნენ, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია და მანქანაში ჩაჯდომას შეეცადა, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მოგვიანებით, ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსმა განმარტა, რომ პოლიციელს არალეტალური ელექტროშოკური იარაღის გამოყენება სურდა და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით ამოიღო. ბრუკლინ-ცენტრის პოლიციის უფროსი და პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ფერადკანიან მამაკაცს დაკავებისას ესროლა, გადადგნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა