შალვა კერესელიძე - მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ

გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ - მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

„ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში.

ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ კარგად გვაქვს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად გადავდგათ ქმედით ნაბიჯები“, - განაცხადა კერესელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა