გიორგი ხოჯევანიშვილი - არსებული პროცესები გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების რაოდენობა გაიზარდოს და რამდენად მოსალოდნელია, რომ დაიშალოს უმრავლესობა.

„რა თქმა უნდა, არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას ლიდერობით ჩამოყალიბებული გუნდი მოემზადება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა