ანა დოლიძე - დიმიტრი გვრიტიშვილმა სცადა დაეზიანებინა ჩემი რეპუტაცია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერ ანა დოლიძესა და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს შორის ფაქტების უარყოფის მოთხოვნით მიმდინარე სამწლიანი სამოქალაქო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. ანა დოლიძის სარჩელი სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ფაქტი საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა და ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. საია-ს შეფასებით, ის ფაქტები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძის წინააღმდეგ ახსენა დამახინჯებული იყო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და არაკორექტულია.

,,გვინდა გამოვეხმაუროთ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება ანა დოლიძესა და დიმიტრი გვრიტიშვილს შორის დავას ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით. ეს დავა შეეხებოდა დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი ანა დოლიძის საქმიანობა, თითქოს ის იყო ნამყოფი რუსეთში და ეთანამშრომლებოდა რუსულ ორგანიზაციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ბატონმა დიმიტრიმ სასამართლოზე თავად აღიარა, რომ ამ განცხადებით სურდა ანა დოლიძის მორალური სახე ამგვარად წარმოეჩინა თითქოს ის რუსეთთან თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულება, რომლის მიხედვით ქალბატონი ანა არ ყოფილა რუსეთში, სასამართლომ არ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა გამოეტანა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს ისიც, რომ მომხსენებელი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში იყო ვლადიმერ კაკაბაძე, რომლის საქმიანობაც ანა დოლიძის მხრიდან არაერთხელ იყო გაკრიტიკებული, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და ამ მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები. ის ფაქტები, რომელიც ბატონმა დიმიტრიმ ახსენა იყო დამახინჯებული, შესაბამისად არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის სწორი და კორექტული სასამართლოს გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ანა დოლიძის შეფასებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება მნიშვნელოვნად დაირღვა, რის გამოც აპირებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

“ის დავა, რომელსაც მე ვაწარმოებდი “კლანის” წინააღმდეგ დასრულდა საქართველოს სასამართლოებში. დიმიტრი გვრიტიშვილმა სცადა დაეზიანებინა ჩემი რეპუტაცია იმ ბინძური კამპანიის ფარგლებში, რითაც ისინი პასუხობდნენ ჩემს ბრძოლას იუსტიციის საბჭოში “კლანის” წინააღმდეგ. არანაირად არ არის გასაკვირი, რომ სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს იმ ნაწილმა, რომელსაც აკონტროლებს “კლანი” არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი. ყველაზე აშკარა არის, რომ დაირღვა ჩემი სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს გადაწყვეტილება გამოიტანა პალატამ, რომლის ყველა წევრი მყავს გაკრიტიკებული იუსტიციის საბჭოში მიმდინარე გასაუბრებების დროს. მოვითხოვეთ კონკრეტულად ამ პალატის აცილება, ისინი ვერ იქნებოდნენ მიუკერძოებელი და ობიექტური ჩემი სარჩელის და დიმიტრი გვრიტიშვილის მიმართ. პალატამ საკუთარი თავი არ აიცილა და მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითაც დამერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ვშრომობთ, რომ ეს სარჩელი გაგრძელდეს სტრასბურგის სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფასთან მიმართებაში რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ საქმეში”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა