გერმანია ავღანეთიდან ჯარს აშშ-სთან ერთად გამოიყვანს

გერმანია ავღანეთიდან ჯარისკაცებს აშშ-სთან ერთად გამოიყვანს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის ელოდება, რომ ნატო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე მიიღებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთად მივდივართ და ერთად გამოვდივართ. მე მხარს ვუჭერ ჯარის მოწესრიგებულ გაყვანას და ველოდები, რომ ამას დღეს გადაწყვეტთ (ნატოში). ეს ასევე ნიშნავს, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს ნაწილი, გაყვანის საკუთარ გეგმებს შეერთებული შტატების გეგმებს დაამთხვევს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გერმანიას ავღანეთში დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში დარჩენილი 2500 ამერიკელი სამხედროს ქვეყნიდან გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. ნატოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები აღნიშნულ საკითხს დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო