არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა - ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება. ამასთანავე, თალაკვაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით.

„გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ხედას და ყველანაირად ცდილობენ, უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე, ისინი უარს ამბობენ, რომ იყვნენ ოპოზიცია ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით, ჩვენ ყველაფერზე გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა