დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შესაძლო შეხვედრის დეტალებზე საუბარი ნაადრევია

მოსკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის დეტალებზე საუბარი ნაადრევია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.

”ამ შეხვედრის დეტალებზე საუბარი ნაადრევია. ეს არის ახალი წინადადება და მისი შესწავლა და გაანალიზება მოხდება”, - აღნიშნა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, სად და როდის გაიმართება ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა.

მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის საკითხი დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა