თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ბაზაზე დასრულების ფაზაში არსებულ ლაზარეთისა და სასადილოს კაპიტალური რემონტის მიმდინარეობასაც დააკვირდა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლად გარემონტებული სპორტული კომპლექსიც დაათავლიერეს, რომელიც უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი. ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახალი სასროლეთის გახსნასაც დაესწრო, სადაც ქვედანაყოფის განახლებული შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერა.
,,ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"