ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერავინ "დაგვაბულინგებს"

ჩვენ ვერ "დაგვაბულინგებს" ვერავინ, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვემსახუროთ ხალხს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარეს, როცა ის განცხადებას აკეთებდა, ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ის განცხადებები, რაც მათ გააკეთეს.

"ეს გამოიხატება იმაში, რომ პირველი, რაც ჩვენ ვთქვით „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, ეს არის სწორედ პასუხისმგებლობა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. სწორედ იმიტომ, რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, დავტოვეთ ეს პარტია, რადგან არსებული რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნება" როგორც ხალხის ნების და ხალხის დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი არის მინიმიზებული და ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვერ "დაგვაბულინგებს" ვერავინ, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვემსახუროთ ხალხს,"- განაცზადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აბულინგებს მათ, ლილუაშვილი პასუხობს - "არა, რა მნიშვნელობა აქვს".

"მსგავსი შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ვერავინ და არავინ უნდა "ბულინგდებოდეს" იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია დატოვოს, როცა პოლიტიკური პარტია როგორც ხალხის ნების აღსრულების პლატფრომა არაეფექტიანია,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არასწორია და ამით გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა