დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში დეესკალაცია შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის

უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს თუ არა ლიდერებმა ურთიერთგაგებას უკრაინის საზღვართან დეესკალაციის აუცილებლობის თაობაზე, პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლი რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას „უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს.

„ჩვენ ყველას, მათ შორის აშშ-ს, მიერ გამოხატულ შეშფოთებას ჩვენი შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. უკრაინის ტერიტორიაზე დეესკალაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის,“- აღნიშნა პესკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა