კახი კახიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ „ქართული ოცნების" გამაერთიანებელი ფიგურა არის თავად ბიძინა ივანიშვილი. არც გახარიაა გამაერთიანებელი და არც რომელიმე სხვა მოქმედი თანამდებობის პირი

თუკი საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება, მას დაშლის არა გიორგი გახარია, არამედ ის ფაქტორი, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აღარ არის - ის თუ ვინ გავა შემდგომში, გამომდინარეობს იქედან, რომ თავად ბიძინა აღარ არის პარტიაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების" დეპუტატმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობისათვის არასასიამოვნოა, როცა მისი შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატი გადის, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. როცა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და მომავალი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების თაობაზე განაცხადი გააკეთა, მოსალოდნელი იყო, რომ იმ ადამიანთაგან რამდენიმე, ვინც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ეს სიახლე არ იყო! გიორგი გახარია „ქართული ოცნების" გუნდში თითქმის ყველა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და როცა გუნდს ასეთი ფიგურა ტოვებს, მოსალოდნელია, რომ ვინც მისი გუნდის წევრებად ითვლებოდნენ, მათგან ნაწილი მაინც საქმიანობას გახარიასთან ერთად გააგრძელებდა. ეს დასაწყისია და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახა კახიშვილმა.

დეპუტატის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებულ პროცესში მხოლოდ გიორგი გახარიას ფაქტორი არ მოქმედებს. ამ კონტექსტში კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" დატოვა თავად პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც გუნდის გამაერთიანებელი ფიგურა იყო.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ „ქართული ოცნების" გამაერთიანებელი ფიგურა არის თავად ბიძინა ივანიშვილი. არც გახარიაა გამართიანებელი და არც რომელიმე სხვა მოქმედი თანამდებობის პირი. ასეთ ვითარებაში, როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დარჩნენ ადამიანები, ვინც მისი მხარდამჭერები იყვნენ და „ქართულ ოცნებაში" მისი ფაქტორის გამო იყვნენ. შესაბამისად, დღეს სხვა მოცემულობაა. ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არ არსებობს, მოცემულობა სხვაა", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა