გიორგი ხელაშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე - ახლა უცებ ამბობენ, რომ რაღაცები არასწორად კეთდებოდა, მაშინ, როცა მათგან რაიმე კრიტიკა ან სხვაგვარი აზრი არ მოგვისმენია

კონკურენტი იმ გაგებით, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს "ქართულ ოცნებას", არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის, მითუმეტეს, ეს პატარა ჯგუფი ვერ იქნება ამის გამკეთებელი,- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი უმრავლესობიდან წასული დეპუტატების და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალს.

მისი თქმით, ეს ადამიანები უკვე წარმოადგენენ ოპოზიციას, ხოლო როგორი იქნება მათი მომავალი, რა ხედვა ექნებათ მათ, ამას დრო აჩვენებს. ამასთან, ხელაშვილი მიიჩნევს, რომ 6 დეპუტატის გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" დატოვების თაობაზე, პასუხისმგებლიანი არ არის.

"ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და არ არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი და მათ საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილებას მისცეს ხმა, რასაც გუნდი აძლევდა ხმას, ყველაფერში მონაწილეობდნენ და ახლა უცებ ამბობენ, რომ რაღაცები არასწორად კეთდებოდა, მაშინ როცა მათგან რაიმე კრიტიკა ან სხვაგვარი აზრი არ მოგვისმენია. ასე რომ, გულდასაწყვეტია ასეთი მოულოდნელი და არც თუ ისე სასიამოვნო გადაწყვეტილება მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, იყო შიდა ინფორმაცია, ასეთი ყოველთვის არის ამ განწყობების შესახებ, ასე რომ მოულოდნელობა ეს არ ყოფილა,"- განაცხადა ხელაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან უმრავლესობაში, რომ გუნდს ასევე დატოვებენ დეპუტატები მარიამ ქვრიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი, ხელაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც იცის, ისინი გუნდის დატოვებას არ აპირებენ.

"პრემიერ გახარიას ჩვენ ყველანი ვიცნობთ და ვიცნობდით, მასთან გვაკავშირებდა საქმიანი ურთიერთობები, ასე რომ ჩვენი გუნდის დაყოფა ამ შემთხვევაში ასე ხელოვნურად მიუღებელია. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ, უკვე მიიღეს სრულიად დემოკრატიულად ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი, რომ როგორც მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ირაკლი ჩიქოვანი არიან გუნდის წევრები და არ აპირებენ გუნდის დატოვებას,"- განაცხადა ხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა