ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე კომპონენტი მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე კომპონენტი მიიღო. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მან შეხვედრის სხვა მონაწილეებსაც მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

ვაქცინის პირველი დოზა პუტინმა 23 მარტს გაიკეთა. არც მაშინ და არც ამჯერად არ გახმაურდა, თუ რომელი ვაქცინით აიცრა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა აღინიშნა, რომ რუსეთში წარმოებული ერთ-ერთი ვაქცინით აიცრა. მოგვიანებით, ტელეარხ "Россия-24"-თან საუბრისას პუტინმა განმარტა, რომ მეორე დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდა, ხოლო პირველი კომპონენტის შემდეგ კარგი იმუნური რეაქცია აქვს.

”იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე - ეს ხშირად ისმის ეკრანებიდან, მაგრამ ეს არ არის ცარიელი ფრაზა, არც ცარიელი სიტყვები”, - აღნიშნა პუტინმა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025