ნიკოლ ფაშინიანი  - ყარაბაღის ომში 4 000-მდე სომეხი სამხედრო დაიღუპა

ყარაბაღის ომში 3 621 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 321 პირი კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 3 621 გარდაცვლილი, ვისი სახელებიც ვიცით. ასევე გვყავს 321 ადამიანი დაკარგულთა სიაში. 201 ცხედარი, რომელთა იდენტიფიცირება ამჟამად მიმდინარეობს. ამასთან, იდენტიფიცირებულია კიდევ 100 ცხედარი, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო მათი ოჯახები ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობიან. დაღუპულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4000-ია,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი 10 ნოემბრიდან მას შემდეგ შეწყდა, რაც 9 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო