ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტს აპრილის ბოლოს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოსტს აპრილის თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში დატოვებს, რათა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.

„აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში მე გადავდგები. ჩემი გადადგომიდან მე-7 დღეს პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევის საკითხი დადგება. პრემიერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წარადგენს ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“. სხვა ფრაქციებს კანდიდატი არ ეყოლებათ. მე არ ამირჩევენ პრემიერად“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას ხელმეორედ წარადგენს, სხვა ფრაქციებს ისევ არ ეყოლებათ კანდიდატი, მას კი კვლავ არ აირჩევენ.

„ამის შემდეგ კანონის ძალით, სომხეთის პარლამენტი დაიშლება და 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, - განმარტა ფაშინიანმა.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერი უნდა გადადგეს. თუკი პარლამენტი ორჯერ ვერ შეძლებს ახალი პრემიერის არჩევას, ის ავტომატურად დაიშლება, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალ პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს. საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ჩატარდება, რომლებიც სარეიტინგო სისტემაზე უარის თქმას და კენჭისყრის მხოლოდ პროპორციული სისტემის შესაბამისად ჩატარებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს