„ლელოში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

„ლელოში“ პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ლიდერებმა თბილისის რაიონული ორგანიზაციების დაფუძნების საკითხზე იმსჯელეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარ განხილვის საგანს, მომავალი ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენდა.

“კერძოდ, საქართველოს რეგიონებში და რაიონულ დონეზე ,,ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება განვითარება.

ამ კუთხით ლიდერებმა საკუთარი იდეები და ხედვები წარმოადგინეს, რის შემდეგაც პოლიტსაბჭოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, კერძოდ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით.

პრიორიტეტად გამოიყო ახალი, ძლიერი პოლიტიკური სახეების იდენტიფიცირება და ჩართულობა პროცესში.

"ლელო" განაგრძობს აქტიურ მუშაობას და მზადების პროცესს თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა