პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ სამსახურის 2020 წლის ანგარიში წარადგინა. მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

„ნდობის ჯგუფის ფარგლებში მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ. ეს იყო ძალიან საინტერესო მოსმენა, სადაც სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც სამსახური ახორციელებდა მათი პრევენციისა და განეიტრალებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის ნდობის ჯგუფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს. აღნიშნულის შესახებ მოხსენებას, შესაბამისი უწყებები, ნდობის ჯგუფს წარუდგენენ წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა