უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ყირიმის ინფრასტრუქტურას ამზადებენ იმისთვის, რომ იქ პოტენციურად ატომური იარაღი განათავსონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი რუსეთს ადანაშაულებს, რომ პოტენციურად ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის ემზადება.

„ყირიმის ინფრასტრუქტურას ამზადებენ იმისთვის, რომ იქ პოტენციურად ატომური იარაღი შეინახონ. პრინციპული საკითხია ის, რომ ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის არსებობამ შეიძლება მთელი რიგი კომპლექსური პოლიტიკური, იურიდიული და მორალური პრობლემები გამოიწვიოს“, - განუცხადა მან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროპარლამენტის ქვეკომიტეტს.

ანდრი ტარანი ასევე პროგნოზირებს, რომ მოსკოვი უკრაინას შეიძლება თავს დაესხას ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგებისთვის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ყირიმის მიმართულებიდან რუსეთის რეგულარული ძალების მხრიდან თავდასხმითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებისთვის სარწმუნო მზადება მიმდინარეობს, რათა ნახევარკუნძულისთვის წყალმომარაგება უზრუნველყონ, რაც არის იმ ქვეყნის წმინდა პასუხისმგებლობა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას ეხმარება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მან ივარაუდა, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან წლის განმავლობაში სერიოზული პროვოკაციები განხორციელდეს.

„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყირიმში, ან ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, სერიოზული სამხედრო პროვოკაციები განახორციელონ ამ წლის განმავლობაში“, - განუცხადა მინისტრმა ევროპარლამენტარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო