უკრაინის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის საზღვართან რუსეთის 110 000 ჯარისკაცია განთავსებული

გასული კვირების განმავლობაში, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო დაჯგუფებები უკრაინის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, რომელიც ამ დროისთვის არანაკლებ 110 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე ვირტუალური გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს კრემლს პოტენციურად საშუალებას აძლევს ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია განახორციელოს.

„საფრთხის შემცველად რჩება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულება. სარწმუნო მონაცემები უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ იქ დამატებითი ქვედანაყოფების გადაადგილება გრძელდება რუსეთის მხრიდან. რუსეთის ჯარების საექსპედიციო განლაგება და საერთო სიმძლავრე, რომლებიც ამჟამად კონცენტრირებულები არიან უკრაინის საზღვრის გასწვრივ, შეადგენს 56 ტაქტიკურ ჯგუფს ბატალიონის დონეზე, 110 ათასი სამხედრო მოსამსახურესთან ერთად“ , - განაცხადა ტარანმა.

მისი თქმით, გაცილებით ფართო გაგებით, რუსეთი განაგრძობს თავისი შემტევი შესაძლებლობების ამაღლებას.

„ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით განვითარება ბელარუსში, რამაც პოტენციურად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნასთან ამ ქვეყანაში. თუკი ეს მოხდება, ეს იქნება „თამაშის წესების ცვლილება“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისთვის, განსაკუთრებით, კალინინგრადში რუსეთის სამხედრო დაჯგუფებასთან კომბინაციაში“, - განაცხადა ტარანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა