„თბილისი  ენერჯი“ - 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა

2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და ჩვენი სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და სამწუხაროდ გარდაცვალების ფაქტებიც.

„გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა ახლანდელი, გაზაფხულის პერიოდი.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებისთვის.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ან თვითნებური გაზგაყვანილობა, სპეციალისტების რჩევების იგნორირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც.

ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან და გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ხვალ, 15 აპრილს, 11:00 საათზე "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების(114) ბაზაზე( ბოჭორმის ქუჩა #27) პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრება ენერგო ომბუდსმენიც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა