ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც რუსეთს მოუწოდეს, რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კანცლერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რუსეთმა უნდა შეამციროს ბოლოდროინდელი სამხედრო გაძლიერება,“- განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა ”გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებსა და ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების მობილიზაციის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს