თურქეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა - 62 797 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62 797 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 279 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი კი 34 734-მდე გაიზარდა.

თურქეთში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ვაქცინების 19.3 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, აქედან პირველი დოზა 11.6 მილიონ მოქალაქეს, ორივე დოზა კი 7.72 მილიონს აქვს გაკეთებული.

თურქეთში გუშინ ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა და სხვა შეზღუდვებთან ერთად, “კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს, რომელიც, სამუშაო დღეებში, საღამოს, 19:00 საათზე იწყება და დილის 05:00 საათამდე გრძელდება.

იხილეთ ვიდეო:თურქეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა - 62 797 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია