Reuters - აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს და 10 რუსი ჩინოვნიკი ქვეყნიდან გამოაძევოს

შეერთებული შტატები, არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და მავნე კიბერაქტივობასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანქციები, რომლის ფარგლებში "შავ სიაში" 30 ორგანიზაცია მოხვდება, შეერთებული შტატებიდან 10 რუსი ჩინოვნიკის გაძევებასაც ითვალისწინებს.

Reuters-ი წერს, რომ ახალი სანქციები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სანქციების შესახებ დღეს განაცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა