აშშ-ში გემის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მაშველები ეკიპაჟის 12 წევრს ეძებენ

აშშ-ის ლუიზიანას შტატში კომერციული გემის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა გემზე მყოფი 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ეკიპაჟის 12 დაკარგულ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.

სანაპირო დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა უილ უოთსონმა განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი იყო.

39 მეტრის სიგრძის გემი ფურჩონის პორტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გადაბრუნდა. ხომალდი საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Seacor Marine-ს ეკუთვნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო