ჯუანშერ ბურჭულაძე - ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან.

ბურჭულაძის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი შეფასებით, ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო წარმოაჩინა როგორც მტკიცე მოკავშირე.

„ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა