ინდოეთში კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის საავადმყოფოებში ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 1 038 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 14.1 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 173 123-ს მიაღწია. საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის საავადმყოფოებში ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა